მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მანქანას თუ დასამუხტ ადგილას გააჩერებთ და არ მიაერთებთ, დაჯარიმდებით

ელექტრომობილის დასამუხტი

ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირება დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე, გამოიწვევს 50 ლარიან ჯარიმას. ცვლილება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის, რომლის ინიციატორებიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი, გოგა გულორდავა არიან. 

"სახელმწიფო ცდილობს ქვეყანაში არსებული ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებას და ამ მიზნით პოპულარიზაციას უწევს ისეთ ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებებს, როგორიცაა ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის პროექტით გათვალისწინებულია ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე, სატრანსპორტო საშუალების პარკირების განსაზღვრა სამართალდარღვევად", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.