მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარიამ ქვრივიშვილი: მესტიაში, საკარანტინო ზონის ყველა სასტუმრო უსაფრთხოების და ჯანდაცვის სტანდარტებს აკმაყოფილებს

ტურიზმის ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო ზონები მაქსიმალურად მოკლე პერიოდში ჩამოყალიბდა.

მისივე თქმით, ყველა სასტუმრო, სადაც საკარანტინო ზონაა განთავსებული, უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.

„ჩვენ პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს სასტუმროებთან და დამსვენებლებთან, რათა მოქალაქეებს სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეთ მიმდინარე პროცესებზე. საკარანტინო ზონები მზადაა, მაქსიმალურად კომფორტულად უმასპინძლოს მოქალაქეებს, როგორც სვანეთში, ისე სხვა რეგიონებში,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ცნობისთვის, კოვიდ-19-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა - გამოსვლა შეიზღუდა. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, უზრუნველყო მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე განთავსების 20 ობიექტში საკრანტინე სივრცეების ამოქმედება.

მუნიციპალიტეტში მყოფი ვიზიტორები კარანტინის გავლას აღნიშნულ საკარანტინე სივრცეებში შეძლებენ, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მათ, ექნებათ შესაძლებლობა, კარანტინი მესტიის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ გაიარონ. ასეთ შემთხვევაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვიზიტორების შესაბამის საკარანტინო სივრცეებამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.