მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარინა ენდელაძე: ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი არის აპრილის თვე

ექიმი მარინა ენდელაძე

"საქართველოში ექიმის დაინფიცრების, მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, სხვა ექიმის დაინფიცირების შემთხვევა ქვეყანაში არ დაფიქსირებულ", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღავნელმა მარინა ენდელაძემ "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში" ისაუბრა.

მედიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ უცხოეთში ექიმების დაინფიცრების შემთხვევები იყო საკამოდ ბევრი იყო მათ შორის დადგა ლეტალური შედეგებიც. ენდელაძე იმედონებს, რომ საქართველოში მსგავსი შემთხვევები არ იქნება.

"ჩვენ მედიკოსები მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ როგორმე არ დავინფიცირდეთ, პაციენტი, ვისგანაც ექიმი დაავადდა იყო ფსიქიკური ავადმყოფი და მასთან რა თქმა უნდა, რთული იქნებოდა მანიპულაციის ჩატარება და სავარაუდოდ, ამიტომ მოხდა დაინფიცირება", - განაცხადა მარინა ენდელაძემ. 

მან ასევე გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" ისიც აღნიშნა, რომ თბილისის ინფექციურ საავამდყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებულ 10 წლის ბავშვს ელოდებიან, რომელიც ბათუმიდან გადმოჰყვათ, ექიმმა ასევე პაციენტების სიმძიმეზეც ისაუბრა.

"დანარჩენი პაციენტები არიან მსუბუქ მდგომარეობაში, თუმცა ასევე არიან უმეტესად საშუალო სიმძიმის და რთული სიმძიმის პაციენტებიც. მათთან ინტენსიური მუშაობა გვიწევს. მათ, რა თქმა უნდა, ვმკუნალობთ განსხვავებული რეჟიმით და ვცდილობთ, მაქსიმალურად ყველაფერი კარგად დამთავრდეს". 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღავნელმა, ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ღონისძიებებზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო, ვირუსის ფართოდ გავრცელბის თავიდან ასაცილებლად. 

"ყველა ღონისძიება რაც სახელმწიფომ მიიღო, აუცილებელი იყო. კომენდანტის საათი ნამდვილად მისაღები იყო და ველოდებით, რომ არ იქნება ქვეყანაში დრამატული შემთხვევების მატება. ჩვენ ექიმები მაქსიმალურად ვცდილობთ ქვეყანაში არ იყოს ლეტალური შემთხვევები. ყველზე რთული და მნიშვნელოვანი არის აპრილის თვე, ამ თვეში ველოდებით პიკს რადგან იყო შიდა გავრცელებებიც, თუმცა შიდა გავრცელებისთვის არ არის ისეთი მნიშვნელოვანი მატება, ასევე ვფიქრობ, თვის ბოლოდან წამოვა შედარებით კლებაც. რადგან ჩვენთან არ ფიქსირდება მასიური შიდა გავრცელება, სწორედ ამიტომ იყო ამ ღონისძიებების მიღება საჭირო, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო. ვფიქრობ, დაინფიცირებულთა რიცხვი 1000 არ გადასცდება, რადგან ქვეყნაში ყველა ღონისძიებაა იმისთვის მიღებული, რომ ეს ასე მოხდეს" - განაცხადა გადაცემა "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში" მარინა ენდელაძემ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა.