მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარინა ეზუგბაია: ქართული წარმოების პირბადე საშიში არ არის, ის თქვენ დაგიცავთ

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020

თბილისის ინფექციური საავადმოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქართული წარმოების პირბადე დაავადებათა კონტროლის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტესტირებულია და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. პირბადე ადამიანს ნებისმიერი წვეთოვანი ინფექციისგან იცავს.

"ქილიკობენ საქართველოში წარმოებულ პირბადესთან დაკავშირებით. მოსახლეობას ვეუბნები, რომ ეს პირბადე აბსოლუტურად იცავს ადამიანს ნებისმიერი წვეთოვანი ინფექციისგან, ასევე COVID-19-სგან. ეს პირბადე ტესტირებულია დაავადებათა კონტროლის უსაფრთხოების სამსახურის მიერ და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ეს პირბადე არ არის საშიში, ის თქვენ დაგიცავთ და მისი მოხმარება შეიძლება", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.