მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარინა ჯანაშია ივანიშვილის მიერ 100 მილიონის გადარიცხვაზე: ამით უამრავ ადამიანს აჩუქებს სიცოცხლეს

მარინა ჯანაშია ბიძინა ივანიშვილზე

მსახიობი მარინა ჯანაშია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარის ჩარიცხვის ფაქტს გამოეხმაურა.

მსახიობმა ყოფილი პრემიერის მიმართ მადლიერება გამოხატა და აღნიშნა, რომ ის ყოველთვის ქართველი ხალხის გვერდით დგას. 

„რასაკვირველია, ეს არის არაჩვეულებრივი ფაქტი. ამ ადამიანის მიმართ მე ყველანაირად მადლიერი ვარ იმისთვის, რასაც ის ქვეყნისთვის აკეთებს. პირადად მე შემიძლია ვთქვა, რომ მან მაჩუქა მეორე სიცოცხლე, ახალი სიცოცხლე. არ შემიძლია ეს არ აღვნიშნო. ის, რომ დღეს ცოცხალი ვარ, ბატონი ბიძინას დამსახურებაა. ამ თანხის გადარიცხვით, რასაკვირველია, უამრავ ადამიანს აჩუქებს სიცოცხლეს და ყველას მისცემს იმის ბედნიერებას, რომ წელში არ გავტყდეთ და ოპტიმისტურად გავაგრძელოთ ცხოვრება“, - განაცხადა მარინა ჯანაშიამ.

ინფორმაციისთვის, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა.

StopCoV ფონდის ანგარიშზე ამ დროისთვის 124 543 899 ლარია მობილიზებული.

StopCoV ფონდი მარტის დასაწყისში შეიქმნა და მასში აკუმულირებული თანხა იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.