მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულის მერმა მუნიციპალიტეტის ცენტრალური სკვერი მოინახულა

დარგალი მარნეულში

მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა მუნიციპალიტეტის ცენტრალური სკვერი მოინახულა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამედროვე დიზაინის რეკრეაციული სივრცე, ოფიციალურად მიმდინარე წლის 28 თებერვალს გაიხსნა.

"სამწუხაროდ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში სკვერში, სისტემატურად ფიქსირდება ვანდალური ფაქტები, რომელიც გამოიხატება ტერიტორიაზე განთავსებული ინვენტარის და მწვანე ნარგავების დაზიანებებით. გამომდინარე აქედან, მყისიერი რეაგირების მიზნით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა სხვადასხვა უწყებების თანამშრომლებთან ერთად, სკვერი დაათვალიერა და გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, სპეციალისტების მიერ, შეფასდა არსებული მდგომარეობა და გადანაწილდა უახლოეს დღეებში გასატარებელი ღონისძიებები პასუხისმგებელ ორგანოებსა და პირებზე. ყოველივეზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა დაჩქარდეს რეკრეაციული სივრცის მოვლა-შენახვა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის საკითხის გადაჭრა, რაც მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ობიექტური მიზეზების გამო იქნა შეფერხებული", - ნათქვამია მარნეულის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე დგას სათვალთვალო კამერები, რომელიც ამუშავდება და სხვადასხვა ვანდალური ფაქტებისა და ინციდენტების პრევენციის მიზნით დაიწყება ტერიტორიის მკაცრი კონტროლი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდნენ გარემოს და მუნიციპალიტეტის იერსახეს, ვინაიდან აღნიშნული სკვერი ჩვენი მუნიციპალიტეტის „სავიზიტო ბარათია“.