მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულის მოსახლეობას ISUZU-ს მარკის 5 ახალი ავტობუსი მოემსახურება

მუნიციპალური ტრანსპორტი მარნეულში

მარნეულის მუნიციპალურ ავტოპარკს შემოდგომიდან, დიზელის ძრავზე მომუშავე Euro 5 ემისიის სტანდარტის 5 ერთეული საზოგადოებრივი ავტობუსი დაემატება.

აღნიშნულ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მერიამ ISUZU-ს მარკის საზოგადოებრივი ავტობუსების შესაძენად ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „ჯი-თი გრუპ“-თან, ხელშეკრულება უკვე გააფორმა. მხარეებს შორის ხელშეკრულებას ხელი, მუნიციპალიტეტის მერიაში მოეწერა.მუნიციპალიტეტმა, ავტობუსების შესაძენად მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 311 000 ლარი გამოყო. ავტობუსები, 25 მგზავრზეა გათვლილი, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.