მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულის მუნიციპალურ ტრანსპორტში ყოველდღიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალური ტრანსპორტი

შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობის მიერ დადგენილი რეკომენდაციების მიხედვით, მარნეულში, მუნიციპალურ ტრასნპროტში გეგმიური, ყოველდღიური სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მარნეულის მერია, ყოველდღიურ რეჟიმში რეკომენდაციების მიხედვით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კონტროლს ახორციელებს.

„მოქალაქეების თავშეყრის ადგილებში, ბანკებთან და საჯარო სივრცეებში, მიმდინარეობს მონიტორინგი, თუ რამდენად ხდება მოქალაქეების მხრიდან სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება“, - აცხადებენ მარნეულის მერიაში.