მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულის სოფელ შაუმიანში სასმელი წყლის ქსელი ეწყობა

მარნეულის მუნიციპალიტეტის  სოფელ შაუმიანში სასმელი წყლის ქსელი ეწყობა

მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს, მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით ინტენსიური ინფრასტრუქტურული სამუშაოები გატარდა. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ შაუმიანშიც, რომლის დასრულების შემდგომ, სასმელი წყლით 3 200 მოსახლე მომარაგდება.

სამუშაოები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 644 432 ლარით დაფინანსდა და მისი დასრულება 2021 წლის ივლისის თვეში იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ დასრულების ეტაპზეა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით მიმდინარე პროექტი, რომლითაც მუნიციპალიტეტის სამი დიდი ადმინისტრაციული ერთეულის - ალგეთის, ქუთლიარისა და კაპანახჩის 8 სოფელი, ჯამში კი 19 107 ბენეფიციარი, ხარისხიანი სასმელი წყლით, შეუფერხებლად მომარაგება.