მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულში 8 სპორტული მოედანი მოეწყო

მარნეულის მუნიციპალიტეტში 8 სპორტული მოედანი მოეწყო

მარნეულის მუნიციპალიტეტში 8 სპორტული მოედანი მოეწყო.

მარნეულის მუნიციპალიტეტში 2020 წელს, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. სპორტის სფეროს განვითარების ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მარნეულის მასშტაბით, 8 მინი კომბინირებული მოედანი მოეწყო.

სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები გასული წლის განმავლობაში განხორციელდა როგორც ქალაქ მარნეულში, ისე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ მარნეულში უკვე დაწყებულია ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოებიც. პროექტის განხორციელებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.