მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულში ახალი სკოლების მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

სკოლა მარნეულის მუნიციპალიტეტში

მარნეულის მუნიციპალიტეტში,  მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით საჯარო სკოლების მშენებლობა/ რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

სამშენებლო სამუშაოებს სოფელ ბაიდარში, კასუმლოში, შულავერსა და ჯანდარში ადგილზე გაეცნენ საქართველოს პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი, მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე და მუნიციპალური ფონდის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ყველა პროექტი ახალი სკოლის სტანდარტს შეესაბამება, რომლის ფარგლებშიც ეწყობა საკლასო ოთახები და ლაბორატორიები, სააქტო დარბაზები, სპორტული მოედნები, სასადილო და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა.

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტში ჯამში 8 ახალი სკოლა აშენდება, საიდანაც 7 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა უკვე დასრულების სტადიაშია, ხოლო უახლოეს მომავალში იგეგმება სოფელ საბირკენდში ახალი სკოლის სამშენებლო სამუშაოების დაწყება. ასევე ძირეული რეაბილიტაცია უტარდებათ - სოფელ კაპანახჩის, ყულარის და ყიზილაჯლო №1 საჯარო სკოლას.