მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულში დახურული აგრარული ტიპის ბაზარი რეკომენდაციების წესის დაცვით იფუნქციონირებს

შეხვედრა აგრარულ ბაზარში

ქალაქ მარნეულში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, მუნიციპალიტეტის მერთან ზაურ დარგალთან, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მარნეულის განახლებული დახურული ტიპის აგრალური ბაზარი მოინახულა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეგრედწოდებული „მწვანე ბაზრის“ დახურული ტიპის სავაჭრო სივრცის ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოების სრული დაცვით შეიცვალა და უახლოეს მომავალში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი რეკომენდაციების წესის შესაბამისად სრულად დაიწყებს ფუნქციონირებას.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის აგრარული ბაზარი 27 აპრილიდან დადგენილი რეკომენდაციების წესის დაცვით ფუნქციონირებას.