მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ცენტრალური ქუჩა ეროვნული დროშებით მოირთო

26 მაისის აღნიშვნა

მარნეულის მუნიციპალიტეტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქალაქის ცენტრალური ქუჩა, საქართველოს ეროვნული დროშებით მოირთო. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მარნეულის კულტურის სახლის შენობაზე განთავსდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მისალოცი პლაკატები. მისალოცი ბანერები დამონტაჟდება ქალაქის ცენტრალურ უბნებშიც.

აღსანიშნავია, რომ 12:00 საათზე, კულტურის სახლიდან ხმის გამაძლიერებლების მეშვეობით გაიჟღერა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნმა.