მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულში ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

ინფრასტრუქტურული პროექტები

მარნეულის მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცლებს. მათივე ცნობით,სამუშაოები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარებს.

"მიმდინარე ეტაპზე, სასმელი წყლის ახალი ქსელები ეწყობა მუნიციპალიტეტის სამ დიდ ადმინისტრაციულ ერთეულში, პროექტის დასრულების შემდეგ - ალგეთის, ქუთლიარისა და კაპანახჩის 8 სოფელი, ჯამში კი 19 107 ბენეფიციარი, ხარისხიანი სასმელი წყლით, შეუფერხებლად მომარაგება. პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 677 520 ლარითაა დაფინანსებული.

ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მარნეულში წყლისა და წყალარინების სრულიად ახალი, თანამერდოვე სისტემების მშენებლობა. პროექტების დასრულების შედეგად, ქალაქ მარნეულის და მარნეულის მუნიციპალიტეტის მიმდებარე სოფლების - წერეთლის, საიმერლოს, დიდი ბეგლიარის, პატარა ბეგლიარისა და ყიზილაჯლოს მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ მარნეულის, ბოლნისისა და სოფელ ყიზილაჯლოს ადგილობრივი მაცხოვრებლები. პროექტების ჯამური ინვესტიცია 175 მილიონ ლარზე მეტია", - ნათქვამია მარნეულის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მუნიციპალიტეტში, რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებიც - ამ ეტაპზე, შიდა გზების მოასფალტება სოფელ სადახლოში, მოლაოღლიში, გაჯისაკენდში და დაშტაფაში მიმდინარეობს. 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.