მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

მარნეულის ინფრასტრუქტურული პროექტები

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტები, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად აქტიურ რეჟიმში ხორციელდება.

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპისთვის, სოფელ დამიაში მისასვლელი გზის რეაბილიტაციის l ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და გამოყოფილია 587 000 ლარი.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2 000 მეტრის მოცულობის გზის კეთილმოყობა, რომლის განხორციელებაც ივნისის თვეში დასრულდება. რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს 300-ზე მეტი ბენეფიციარი.