მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულში შაუმიანი-ხიხანის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა

ხიდის მშენებლობა მორჩა

მარნეულში შაუმიანი-ხიხანის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის სასზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„მარნეულის მუნიციპალიტეტში დასრულებულია შაუმიანი-ხიხანის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, რომელიც წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნიდა. ხიდის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 657 452 ლარით დაფინანსდა, რომელიც ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში უკვე დასრულებულია 4 მილიონ ლარამდე ღირებულების, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით განხორციელებული პროექტები, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა.