მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულში სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს

სკოლების რეაბილიტაციის პროცესი

მიმდინარე წელს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სკოლების მშენებლობა რეაბილიტაციის მიმართულებით მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, 8 ახალი საჯარო სკოლა აშენდება, ხოლო 3-ის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.

„ახალი სკოლების მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ხულდარაში, შულავერში, ჯანდარში, ცოფში, კასუმლოში, ჩანახჩსა და ქუთლიარში. სოფელ საბირკენდში სკოლის შენობის მშენებლობისთვის ტენდერი კი უკვე გამოცხადდა; ძირებული რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ - სოფელ კაპანახჩის, ყულარისა და ყიზილაჯლო №1 საჯარო სკოლას. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური განვითარების ფონდი, 59 ახალ სკოლას აშენებს და 80-ზე მეტი სკოლის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. ყველა პროექტი ახალი სკოლის სტანდარტს შეესაბამება, რომლის ფარგლებშიც ეწყობა საკლასო ოთახები და ლაბორატორიები, სააქტო დარბაზები, სპორტული მოედნები, სასადილო და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა“, - აცხადებენ მარნეულის მერიაში.