მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულში სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებენ

მარნეულის მუნიციპალიტეტი

მარნეული ერთი კვირაა, რაც მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა, მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, აქ აქტიურად გრძელდება სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სასურსათო ქსელების ფუნქციონირება.

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებენ მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული მსხვილი ობიექტების გამართულად მუშაობის მონიტორინგს.

"საწარმოო პროცესი გრძელდება მარნეულის წისქვილკომბინატშიც, რომელიც საქართველოს მასშტაბით, ყოველდღიურად საწარმო ასობით სუბიექტს ამარაგებს. დღის განმავლობაში, ამ ქარხანაში 190 ტონა ფქვილი იწარმოება, რომელიც პირველრიგში 60-დან 80 ტონამდე, მიეწოდება ქვემო ქართლის რეგიონს, ხოლო დანარჩენი რესურსი საქართველოს სხვა რეგიონებს, ადგილზე ფქვილის მარაგის პრობლემა არ არის. ამ ეტაპზე, საწარმოში არსებული მარაგით, რომლის მოცულობაც 11 000 ტონა ხორბალს შეადგენს, უზრუნველყოფს ბაზრების მომარაგებას მაისის შუა რიცხვებამდე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებენ მუნიციპალიტეტში არსებული მსხვილი ობიექტების გამართულად ფუნქციონირების მონიტორინგს.