საზოგადოება

მარნეულში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა განახლდა

მარნეული, წყალარინები
12:26 25.05
დაკოპირებულია

მარნეულში წყლისა და წყალარინების (კანალიზაციის) სრულიად ახალი, თანამერდოვე სისტემები შენდება. სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციების შესაბამისად განახლდა და შეუფერხებლად, ყველა წესის დაცვით გრძელდება. 

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში შენდება მარნეულის წყალმომარაგება-წყალარინებისა და ბოლნისის კოლექტორისა და წყალარინების სისტემები. ასევე, მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობა.

პროექტების ჯამურიი ნვესტიცია 175 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მადარია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. 

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების მშენებლობა, მაგისტრალური მილის და შიდა ქსელების მოწყობა, ამორტიზებული მილები  ახლით ჩანაცვლება. ასევე, კანალიზაციის კოლექტორის მოწყობა და წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობა.პროექტების დასრულების შედეგად, ქალაქ მარნეულის და მარნეულის მუნიციპალიტეტის მიმდებარე სოფლების - წერეთლის, საიმერლოს, დიდი ბეგლარის, პატარა ბეგლარისა და ყიზილაჯლოს მოსახლეობა უწყვეტი, 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით კი ისარგებლებს მარნეულის, ბოლნისისა და სოფელ ყიზილაჯლოს ადგილობრივი მაცხოვრებლები. ხოლო, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ახალი  ნაგებობა, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს, რაც მნიშვნელოვანდ შემაცირებს რეგიონში გარემოზე მავნე ზემოქმედებას. 

პროექტებს, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის – აზიის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. 

ავტობუსი ქალაქში

ეროვნული გამოცდებისთვის ავტობუსების დამა...

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, რომელიც 6 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდებ...
ქართული კოსმოსური დიდგაბარიტიანი კონსტრუქციებით, გამოჩენილი ქართველი მეცნიერის ელგუჯა მეძმარიაშვილის...
15:23
„შალიკოს ფანჩატურში შეიკრიბა ყველა რჯულის კრიმინალი, რომლებიც შეიძლება ყოფილიყვნენ და ისინი ამოფარებ...
15:07
„სისხლის სამართლის ყველა დამნაშავე და კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში, ამას პოლიტიკურ პროცესთან კავშირი...
15:06
2020 წლის 1-ლი ივლისიდან თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება, - ამი...
14:44
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ლოგო საქართველოს პენიტენციური სისტემის რეფორმებს ე...
2 ივლისს ევროკავშირ-საქართველოს ადამიანის უფლებათა ყოველწლიური დიალოგის მე-13 რაუნდი დისტანციურ რეჟი...
გახარია შაქარაშვილის საქმეზე: ზოგიერთები...
„სამწუხაროა, რომ ეს რთული პრობლემა ვერ გადავლახეთ და ხშირ შემთხვევაში ზოგიერთები...
ბილაინი კომპანიებს სთავაზობს სმს პორტალს...
ბილაინი კომპანიებს სთავაზობს სმს პორტალს, რომელიც Big Data-ს დამუშავების შედეგად...
პრემიერი: ისეთი ნაბიჯები არ უნდა გადავდგ...
„ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიღწევები ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით იყო აღ...