მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მართალია რობერტ სტურუა, ცუდი რჩევა მისცეს დაქალებმა“ - იაგო ხვიჩია ნინუცა მაყაშვილზე

გირჩის თავმჯდომარე

პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ყოფილი მეუღლის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შესახებ მსახიობ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება.

იგი რუსთაველის თეატრის რეჟისორსა და სამხატვრო ხელმძღვანელს რობერტ სტურუას ეთანხმება. იაგო ხვიჩიას მიაჩნია, რომ „Me Too“ სახის კამპანიები ამაზრზენია.

„Me too კამპანია აუგორეს მის ერთ-ერთ მსახიობს, მისმა ცოლმა თქვა, რომ 11 წლის წინ მცემდაო, რობერტ სტურუამ თქვა, რომ 30–იანი წლების რეპრესიები „მოხოდეს“ ქალებმაო”. მართალია რობერტ სტურუა, ზოგადად.

Me Too კამპანიები არის ბოროტება იქიდან გამომდინარე, რომ არ შეიძლება თავის დაცვა. სასამართლო პროცესია, სადაც თავის დაცვის საშუალებას არ გაძლევენ, „პროსტა“ გლანძღავენ. შეიძლება პირველწყარო სამართლიანი ან უსამართლო იყოს, მაგრამ თვითონ Me too კამპანიების ფორმა არის მიუღებელი, ამაზრზენი და ჩემი აზრით, ყველა ნორმალური ადამიანი უნდა გაემიჯნოს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, შესაძლოა მსახიობი ქალი ტყუოდეს და ყოფილი ქმრის მიმართ შურისძიება ამოძრავებდეს.

„ცუდი რჩევა მისცეს დაქალებმა, ჩემი აზრით. მტკიცებულებების გარეშე ტალახის სროლა ყოფილ ქმარზე, რაც არის ამაზრზენი საქციელი. 11 წლის მერე ამას როცა იწყებ და არანაირი მტკიცებულება არ გაქვს, როგორ უნდა იმართლოს მოწინააღმდეგემ თავი, იქნებ გაჩალიჩება გინდა?!”,– აცხადებს იაგო ხვიჩია.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი ნინუცა მაყაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს.

საქმე ეხება მის მიერ სატელევიზიო გადაცემაში ყოფილ მეუღლის ბესო ზანგურის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ბესო ზანგურთან ქორწინების პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლე მას სისტემატურად, მათ შორის ორსულობის პერიოდშიც სცემდა.