მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს

წმინდა ნინო კაბადოკიელი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს.

წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში პატრიარქი ილია მეორე წირვას აღავლენს.

წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. საეკლესიო გადმოცემით, წმინდა ნინო საქართველოში მე-4 საუკუნეში, მეფე მირიანის მეფობის ხანაში ჩამოვიდა. მას უკავშირდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ნინოობა ორჯერ, პირველ ივნისსა და 27 იანვარს აღინიშნება.