მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

წმინდა გიორგის ხატი

დღეს, 23 ნოემბერს, მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. 

გიორგობა წელიწადში ორჯერ, 6 მაისს – წმინდანის აღსრულების დღესა და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს აღინიშნება.

გადმოცემის თანახმად, წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა.

ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ, იგი იმპერატორს განუდგა. რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ქრისტიანობისთვის ეწამა. ის ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

სხვადასხვა სატანჯველს შორის, ის ბორბალზეც გააკრეს. 303 წელს წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს.