მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მასა მოწყვეტილია, შეიძლება აჩქარებით წამოვიდეს“ - სეისმოლოგი ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ იგივე საფრთხეებია, რაც ვერეს ხეობაში იყო. 

სეისმოლოგის თქმით, მასა მოწყვეტილია და ხელშემწყობი პირობების შემთხვევაში ის შეიძლება აჩქარებით წამოვიდეს.

„იგივე საფრთხეებია რაც ვერაზე იყო. პროცესი დინამიკაში მოსულია. მოწყვეტილია მასა, ის შეიძლება აჩქარებით წამოვიდეს ხელშემწყობი პირობების შემთხვევაში. აუცილებელია საფრთხის შეფასება და საჭირო ზომების მიღება“, - აცხადებს სეისმოლოგი.

ჟურნალისტის კითხვაზე უნდა გამოცხადდეს თუ არა ევაკუაცია, სეისმოლოგი ამბობს, რომ სიტუაციის შეფასება უნდა მოხდეს.

„სად წავა ეს მასა, რომ დაიძვრება საბოლოო კვლევის საკითხია. გამაგრებით სამუშაოებს აზრი არ აქვს, უნდა შეწყდეს. გეოლოგიაში არის ეტაპი, როდესაც გამაგრებით სამუშაოებს აზრი არ აქვს. ამ შემთხვევაში დინამიკაში არის პროცესი მოსული. კომუნიკაცია მაქვს სამთავრობო სტრუქტურებთან და მათ იციან ამის შესახებ. შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით მეწყრის მოდელირება არის ჩასატარებელი“, - განაცხადა „ფორმულას“ ეთერში თეა გოდოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა. შემთხვევის გამო შეზღუდულია მოძრაობა მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე.

თბილისის მერიის განცხადებით, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერსაშიში პროცესის გააქტიურების საკითხს გერმანიიდან მოწვეული სპეციალისტები შეისწავლიან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის გზასთან მეწყრული პროცესის გააქტიურებას გერმანელი სპეციალისტები შეისწავლიან