მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მათ ჯარიმას ისეთივე ფასი აქვს, როგორიც ამ მთავრობას“ - რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები „კომენდატის საათს“ დაარღვევენ

გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა „კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს. 

ისინი გადაადგილების შეზღუდვის დემონსტრაციულად დარღვევას აპირებენ და აცხადებენ, რომ მთავრობის მიერ გამოწერილ ჯარიმებს ფასი აღარ აქვს.

„მათ ჯარიმას ისეთივე ფასი აქვს, როგორიც ამ მთავრობას. გაუფასურებულია ეს მთავრობა, სრულიად არალეგიტიმურია და მათ მიერ გამოწერილი ჯარიმებიც არალეგიტიმურია“, - აღნიშნა სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრმა გიგა მაქარაშვილმა.

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე სცენას შლიან და კონცერტის გამართვისთვის ემზადებიან.

რუსთაველის გამზირამდე მოქალაქეები მსვლელობით მივიდნენ. მათი მთავარი მოთხოვნაა გაუქმდეს კორონავირუსის გავრცელების გამო 21:00 საათიდან 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა.