მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მათი ქცევა საზოგადოებაში უკვე ზიზღს იწვევს“ - მეუფე იაკობი ამბოხებულ სასულიერო პირებზე

ბოდბის მიტროპოლიტი

ბოდბის ეპისკოპოსის მეუფე იაკობის განცხადებით, ჭყონდიდის ეპარქიაში ამბოხებული სასულიერო პირები ეშმაკის მიზნებს ემსახურებიან და უნდა დაფიქრდნენ სინამდვილეში რა დგას მათი პროტესტის უკან.

მისი თქმით, პატრიარქს სასულიერო პირები სასჯელისთვის არ ემეტება.

„გარე თუ შიდა მტრები საქართველოს არასდროს აკლდა. მითუმეტეს, რომ მართლმადიდებლობა ქვეყანაში წამყვანი რელიგიაა, აუცილებლად მისი წინააღმდეგ გამოდიან ძალები როგორც ქვეყნის გარედან, ისევ ქვეყნის შიგნიდან და ასევე ეკლესიის თვითონ ეკლესიაშიც.

ეს არ არის გასაკვირი, რადგან ეშმაკი ცდილობს შეუტიოს ეკლესიას. როცა რაღაც გვაწვალებს და ვითომ სიმართლისთვის ვიბრძვით, უნდა დავინახოთ სინამდვილეში რას ვემსახურებით.

ახლა მარხვაა და მინდა მოვუწოდო იმ ადამიანებს, რომლებიც არათუ არაქრისტიანულად იქცევიან, არამედ მათი ქცევა საზოგადოებაში უკვე ზიზღსაც იწვევს. მე არ მინდა, რომ ადამიანი რწმენაში მყოფი ან არმყოფი ვინმეს დასცინოდეს. როდესაც ადამიანი რამეს იწყებს, მან შეიძლება მოინანიოს და გადარჩეს, მაგრამ როცა სხვებს იყოლიებ, შენ თვითონ ხომ იცი რომ ტყუიხარ. განა ის დავალებას არ ასრულებს?

ახლა მარხვაა და წყნარად ვართ. უწმინდესს ებრალება ადამიანი და ვერ იმეტებს. მას არავინ თავისი მაგინებელი არ ემეტება, მაგრამ როცა უკვე კაცის მაგინებელი კი არ ხარ, არამედ უნდა დაფიქრდე ქვეყნის მოღალატე ხომ არ ხდები?“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი მეუფე სტეფანეს არ ემორჩილება და აცხადებს, რომ მან ეპარქია უნდა დატოვოს.

ამ მიზეზით, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ რამდენიმე სასულიერო პირს ზიარება აუკრძალა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„აუცილებლად მოხდება, იმსახურებს“ - მეუფე იაკობი პეტრე ცაავას შესაძლო განკვეთაზე

„სინოდალური კომისია მამა ადრია სარიას მღვდელმსახურებიდან განკვეთის შესახებ დასკვნას დადებს“ - მამა ანდრია ჯაღმაიძე

„ვაძლევ ერთ კვირას რომ ღიად მოინანიონ ამბოხში მონაწილეობა“ - მეუფე სტეფანე ჭყონდიდელ დიაკვნებზე