მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მედავებიან 2-3 სიტყვაზე, რომელიც აბსოლუტურად არ არის შეურაცხმყოფელი“ - მეუფე სტეფანე

ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავარი

მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, შეურაცხმყოფელი საუბარი არ სჩვევია და მონაზონ სოსანასთან საუბარში ბარბარიზმები გამოიყენა.

მისი თქმით, იშვიათად შეიძლება მისი საუბარი ემოციურიც იყოს.

„ძალიან ბევრი საკითხია, რომელსაც ემოციური და თავხედური ურთიერთობა არ სჭირდება. მე საშუალებას არ მაძლევენ, რომ ნორმალურად ვთქვა რამე და ყოველ სიტყვაზე მაწყვეტინებენ. მერე მედავებიან 2-3 სიტყვაზე, რომელიც აბსოლუტურად არ არის შეურაცხმყოფელი, არამედ ზოგი ფაქტია და ზოგი კიდევ ვლაპარაკობ ხანდახან, შედარებით ემოციურად ვიდრე ჩვეულებრივ ლაპარაკისას ხოლმე.

შეიძლება, რაღაცა ისეთი სიტყვა, რომელიც არ არის შეურაცხმყოფელი, არამედ ბარბარიზმია, გაიპარება-ხოლმე“, - აღნიშნა მეუფე სტეფანემ ცაგერის მონასტერში ქადაგებაზე.

ინფორმაციისთვის, მეუფე სტეფანემ რამდენიმე დღის წინ დედა სოსანას „დებილი დედაკაცი” უწოდა.

2 აპრილს მეუფე სტეფანემ მონაზონი სოსანა და მორჩილი ნინო სინანულისთვის ცაგერში მდებარე მონასტერში გაამწესა.