მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეხანძრეებმა 3 მცირეწლოვანი ხანძრისგან გადაარჩინეს

ხანძარს ბავშვი გადაურჩა

მეხანძრეებმა, თბილისში, გლდანის მასივის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გაჩნენილი ხანძრისგან 3 მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინეს. ამის შეახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, გლდანის მასივში, ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე არსებულ ბინაში გაჩნდა ხანძარი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა 30-მდე მეხანძრე-მაშველისა და სახანძრო - სამაშველო ტექნიკის მობილიზება.

ადგილზე, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, მობილიზებულნი არიან კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან 3 მცირეწლოვანი უვნებლად რამდენიმე წუთში გამოიყვანეს, რომლებსაც ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს. პარალელურად განახორციელეს პრევენციული სამუშაოები და დაიწყეს ხანძრის ქრობა. უსაფრთხოების მიზნით, პერიმეტრს პოლიცია იცავს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია და ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავება მიმდინარეობს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.