მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეხანძრეებმა ღამის განმავლობაში ტყისა და მინდვრის 2 ხანძარი ჩააქრეს

მინდვრის ხანძარი

ღამის განმავლობაში გურიის სოფელ მამათსა და ასპინძაში ხანძრის 2 ახალი კერა გაჩნდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ორივე, ტყისა და მინდვირს ხანძარი ლიკვიდირებულია.

ამავე ცნობით, ერთი კერაა დარჩენილი სამეგრელოში, დობერაზენში, სადაც ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

👉 ინფორმაციისთვის, 4 იანვრის შემდეგ საქართველოს მასშტაბით, ტყისა და მინდვრის ხანძრის 270-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც უმრავლესობა ლიკვიდირებულია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

რაჭაში ყველა ხანძარი ლიკვიდირებულია