მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მელია საპატიმროს თავაწეული დატოვებს“ - ადვოკატი

ნიკა მელიას ადვოკატი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან 1 საათზეა მეტია მიმდინარეობს.

ადგილზე არიან შეკრებილი როგორც სამოქალაქო აქტივისტები, ასევე პოლიტიკოსები და მელიას უფლებადამცველები.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - ენმ-ის თავმჯდომარემ დატოვოს რუსთავის საპატიმრო.

„ნიკა მელია ხვალ იქნება ეს, ერთი კვირის შემდეგ თუ ერთი თვის შემდეგ დატოვებს ამ სასჯელაღსრულების დაწესებულებას თავაწეული და ხელისუფლებას მოუწევს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე მისი გათავისუფლება.

ნიკა მელიას პოზიცია საჯაროდ ცნობილია, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის იმდაგვარი განმარტება, რომ აქ თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტები და მოძალადეები ერთ პლატფორმაში იყვნენ განხილული, თუმცა რა სამართლებრივ ინსტრუმენტს აირჩევს ხელისუფლება ეს მათი გადასაწყვეტია“, - აცხადებს მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

ამავე თემაზე:

🔴 ნიკა მელია გირაოს გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლების წინააღმდეგია