საზოგადოება

მერაბ კოკოჩაშვილის 85 წლისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

მერაბ კოკოჩაშვილის 85 წლისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია
13:00 17.10
დაკოპირებულია

წიგნის „SELF MADE - ვინც თავისი თავი შექმნა“ (პუბლიცისტური ნარკვევები) პრეზენტაცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, წიგნი ცნობილი რეჟისორის, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ტელე-კინოხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელისა და თსუ-ს ასოცირებული პროფესორის მერაბ კოკოჩაშვილის 85 წლისთავს მიეძღვნა.

მათივე ცნობით, წიგნში მოცემულია ცნობილი რეჟისორის ცხოვრებისეული დეტალები, საინტერესო ფაქტები ბიოგრაფიიდან, მეგობრებისა და კოლეგების მოგონებები, ინტერვიუები, საინტერესო შემოქმედებითი მომენტების ამსახველი ფოტოსურათები.

წიგნის პრეზენტაციას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ისაუბრა მერაბ კოკოჩაშვილის თსუ-ში პედაგოგიურ საქმიანობაზე და აღნიშნა, რომ აღიარებულმა რეჟისორმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მთელი პლეადა აღზარდა.

„მერაბ კოკოჩაშვილისადმი მიძღვნილი წიგნი უნიკალური გამოცემაა, სადაც მასზე ძალიან საინტერესო მოგონებებია შესული. მერაბ კოკოჩაშვილი ჩვენთვის უპირველესად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, რომელმაც ამ უნივერსიტეტის კედლებში ბევრი თაობა აღზარდა. იმედია, კიდევ დიდხანს გააგრძელებს ამ საქმიანობას ძალიან ენერგიულად, ისე როგორც ყოველთვის,“ - განაცხადა თსუ-ს რექტორმა.

ცნობილმა რეჟისორმა საკუთარი შემოქმედებითი გზა გაიხსენა და ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს უნივერსიტეტში გატარებულ პერიოდზე ესაუბრა.

„უნივერსიტეტში უკვე 30 წელია ვმუშაობ. ყურადღება, რომელსაც უნივერსიტეტი იჩენს ჩვენი მიმართულების და პირადად ჩემს მიმართ, უზარმაზარია და ძალიან მადლობელი ვარ ამ ყველაფრისთვის,“ - მადლობა გადაუხადა მერაბ კოკოჩაშვილმა უნივერსიტეტს.

წიგნის ავტორმა, თსუ-ს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორმა ნინო კაკულიამ წიგნის შექმნის იდეასა და მის განხორციელებაზე ისაუბრა.

„წიგნი ბიოგრაფიული ჩანახატია, რომელიც ყველაფერს მოიცავს - ბატონი მერაბის წარსულს, მის ოჯახურ მდგომარეობას, მოსკოვში სწავლის პერიოდს; მოთხრობილია ცნობილი რეჟისორის წინაპრებსა და მემკვიდრეებზე,“- განაცხადა ნინო კაკულიამ.

ღონისძიებაზე მერაბ კოკოჩაშვილმა მოწვეულ სტუმრებს მისი დოკუმენტური ფილმი „ღვინის აკვანი“ საჩუქრად გადასცა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში ორი სასურსათო მაღაზია გაქურდეს. ერთ-ერთი მაღაზიის მფლობ...
7 წუთის წინ
„პროგნოზირების სხვადასხვა მექანიზმების მიხედვით, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იყენ...
14 წუთის წინ
სამედიცინო ფაკულტეტის უფროსკურსელი სტუდენტები გადამზადდებიან, რათა შეიქმნას სამედიცინო პერსონალის რე...
18 წუთის წინ
კლინიკა „თერჯოლამედის“ დირექტორის დავით სარიშვილის თქმით, 77 წლის მამაკაცი გუშინ გარდაიცვალა. არსებ...
27 წუთის წინ
სამხედრო სალამი, საქართველოს დროშა „ჩვენ, ერთგულების ფიცი ღმერთის, სამშობლოსა და...
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ომის ვეტერანები ერთობლივ განცხადებას...
28 წუთის წინ
ალექსანდრე ქანთარია: რასაც ვინმე ელდარ გ...
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ალექსანდრე ქანთარია „ქართუ ჯგუფის“ დაცვ...
11:00
საქართველოში კორონავირუსისგან 603 ადამია...
საქართველოში კორონავირუსის დამარცხება კიდევ 603-მა ადამიანმა შეძლო. ინფორმაციას...
10:59
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამ...
დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. მონ...