მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მესტიაში 13 წლის მოზარდს ეძებენ

არ გადაკვეთო

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში, მეორე დღეა 13 წლის მოზარდს ეძებენ.

ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს 11:00 საათზე გავიდა და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ოჯახს ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვს.

სამძებრო სამუშაოებში 20 მეხანძრე-მაშველი დილიდან ჩაერთო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანანონო აღკვეთას არასრულწლოვნის მიმართ გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 14-დან 17 წლამდე.