მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მესტიაში ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

აჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიზის მიმდებარე ტყეში ხანძარი გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე უკვე მისულია მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი და ინდივიდუალური აღჭურვილობით აქრობენ ცეცხლს.

„ხანძრის კერა მთის ფერდობზეა. რთული რელიეფის გამო, კერასთან სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება, ამიტომ ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ამ დროისთვის, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.