მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეტრომშენის დასახლებაში ახალი სკვერი მოეწყო

მეტრომშენის სკვერი

ისნის რაიონის გამგეობა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ამ დროისთვის, მეტრომშენის დასახლებაში, ტოლენჯისა და წალენჯიხის ქუჩების კვეთაზე სკვერის მოწყობა დასრულდა.

რეკრეაციულ სივრცეში საფეხმავლო ბილიკები მოეწყო. დამონტაჟდა დასასვენებელი სკამები, ურნები, საბავშვო ატრაქციონები, გარე განათების სისტემა დეკორატიული ლამპიონებით. მოეწყო ლითონის დეკორატიული ღობე და  საფეხმავლო ბილიკები. სკვერში არსებული ბეტონის კედელი ე.წ. STREET ART-ის შესრულებით მოიხატა. ასევე, მოეწყო კიბეები და სკვერი ადაპტირდა შშმ პირებისთვის.

მეტრომშენის დასახლებაში სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 120 000 ლარი დაიხარჯა.