მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეტროს სამუშაო საათები იზრდება

მეტროს სადგური

21 სექტემბრიდან თბილისის მეტროს სამუშაო საათები გაიზრდება.

მერიის ინფორმაციით, 21 სექტემბრიდან მეტრო კვლავ დილის 06:00 საათიდან ღამის 12 საათამდე იმუშავებს.

ინფორმაციისთვის, მეტრო გასული წლის ივნისიდან სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეზღუდულ რეჟიმში მხოლოდ ღამის 11 საათამდე მუშაობდა.