მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მეწყრის ენაზე მიწის მოჭრა ხდება, რაც დაუშვებელია“ - თეა გოდოლაძე მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებზე

მეწყრის შესახებ

„ისევ ხდება ენის მოჭრა, რაც არის ქრესტომათია ჩვენს დარგში, არ შეიძლება მეწყრის ენას შევეხოთ,“ - ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა თეა გოდოლაძემ განაცხადა.

რამდენიმე საათის წინ მან „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეო გაავრცელა და შემდეგნაირად დაასათაურა: „რა ხდება?! მეწყერს შლიან???!!!“.

PIA.GE მას ინფორმაციის დასაზუსტებლად დაუკავშირდა, გოდოლაძემ კი აღნიშნა, რომ ჯერ არაფერი იცოდა და სწორედ, დეტალების გასარკვევად მიდიოდა.

რამდენიმე საათის შემდეგ, გოდოლაძე ადგილზე მივიდა და ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ხდება მიწის მოჭრა მეწყრის ენაზე, რაც, მისი თქმით, დაუშვებელია.

„4 ტრაქტორია შემდგარი მეწყრის ენაზე და ხდება მიწის მოჭრა, რაც არის დაუშვებელი. ეს არ არის გერმანელი სპეციალისტების რეკომენდაცია, მათ მსგავსი არაფერი უთქვამთ, მსგავს რამეს არავინ არ ამბობს მსოფლიოში. მთლიანად ფერდი არის დაშლილი და პოტენცია აქვს, რომ დაიძრას,“ - აღნიშნა მან.

PIA.GE მერიის შესაბამის სამსახურს მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიშ ზონაზე ამჟამად მიმდინარე ღონისძიებებზე ესაუბრა. მათი თქმით, მერიის სამსახურის მიერ ჩამოთვლილი ღონისძიებები გარდა, მეწყრულ ზონაზე რაიმე განსხვავებული ღონისძიება არ მიმდინარეობს.

აგრეთვე დაინტერესდებით:

🔻 მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყერსაშიშ ზონაში სამუშაოები გრძელდება (ფოტო)

🔻 მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო

🔻 ინფორმაცია, თითქოს მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება, სიცრუეა - თბილისის მერია