მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე დანიელი აბიტურიენტებს: ღმერთმა მოგცეთ სულიერი და ფიზიკური ძალა

საჩხერის და ჭიათურის მიტროპოლიტი

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა აბიტურიენტები დალოცა.

„იწყება ეროვნული გამოცდები. მისი უწმინდესობის სახელით და ლოცვა-კურთხევით, გადმოგცემთ პატრიარქის დალოცვას. ღმერთმა მოგცეთ სულიერი და ფიზიკური ძალა, რომ თქვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოავლინოთ, სიმშვიდით, სიბრძნით წარმართოთ ეს გამოცდები და ყველამ წარმატებით ჩააბაროთ. ღმერთმა დალოცოს თქვენი სახით საქართველოს მომავალი, ახალგაზრდობა“,- მიმართა მეუფე დანიელმა აბიტურიენტებს.

ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.