მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე გერასიმე: პრეზიდენტს არ ვუპასუხებ

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი

"პირადად, მე პრეზიდენტს არ ვუპასუხებ", - ასე გამოეხმაურა მეუფე გერასიმე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც კორონავირუსის ვაქცინას ეხებოდა.

როგორც მეუფე გერასიმემ აღნიშნა, სასულიერო პირები კრიტიკას მიჩვეულები არიან.

"მიჩვეულები ვართ კრიტიკას, მიჩვეულები ვართ ყველაფერს. მე მაგალითად, პრეზიდენტს არანაირ პასუხს არ გავცემ. ეკლესია არ ერევა საერო საქმეებში, ჩვენ ჩვენი სასულიერო საქმეები გვაქვს მოსაგვარებელი", - აღნიშნა მეუფე გერასიმემ.

"ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რომ ზოგმა ეკლესიიდან გამოთქვა აზრი, რომ შეიძლება ცუდი იყოს ვაქცინები კორონავირუსის პანდემიის წინააღეგ, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს სავალდებულო", - აღნიშნა პრეზიდენტმა ზურაბიშილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.