მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე გრიგოლი: არ უნდა დავუშვათ, რომ ეკლესია გაიხლიჩოს

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი

„ეს პრობლემა და მისი ფესვები ბევრად უფრო ფართომასშტაბიანია ვიდრე, შეიძლება ერთი ეპარქიის საზღვრებმა დაიტიოს“,- ასე აფასებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას და ეკლესიაში დღეს არსებულ ვითარებას.

მეუფე გრიგოლი აღნიშნავს, რომ არ უნდა დაუშვან ეკლესიაში განხეთქილება, მისი გახლეჩა. რადგან, იმ გამოწვევების პირობებში, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას, ეკლესიაში არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო მეტი საფრთხის წინაშე აყენებს საზოგადოებას.

მისივე განცხადებით, ეკლესიაში დღეს განვითარებული პროცესები არაკანონიკურია და ასე გაგრძელების შემთხვევაში, ქართული სამოციქულო ეკლესია ძალიან მძიმე შედეგის წინაშე დადგება.

„ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, როგორც საერთოდ, ცოდვების მიმართ წაყრუება არის დიდი რისკების შემცველი. საეკლესიო ცხოვრებაში, ასევე სადამსჯელო ღონისძიებების იმედად ყოფნაც არანაკლები სიმძიმეების მომტანია და არანაკლები საფრთხის შემქმნელია ეკლესიისათვის.

არ უნდა დავუშვათ, რომ ეკლესია გაიხლიჩოს, არ უნდა შევქმნათ იმის პრეცედენტი, რომ გაჩნდეს პარალელურად მიმდინარეობები, სადაც ჩვენ დავინახავთ იერარქიას, რომელსაც მერე გინდა კანონიერი დაარქვი და გინდა, უკანონო. ჩვენ საქმე გვაქვს ჩვენს სულიერ შვილებთან.

დღეს ის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც კანონიკურ სივრცეში დაბრუნება სჭირდება. მინდა გთხოვოთ, რომ ვილოცოთ, რომ ეკლესია დამშვიდდეს და ამ სიმშვიდემ სულიერი ძალები შეგვმატოს, მოგვიტანოს ერთობა და არ დაგვათითოკაცოს. ისედაც ვხვდებით, რა რთულ მდგომარეობაშია ჩვენი სახელმწიფო, რამდენს გაუძლებს ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა, ძნელი სათქმელია, ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მძიმე საფრთხის წინაშე დგას ის მონაპოვარი, რისთვისაც ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები. ღმერთმა აგვარიდოს ის უმძიმესი შედეგები, რომლის წინაშეც დგას დღეს საქართველოს სამოციქულო ეკლესია და ჩვენი ერთობა“,- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

აგრეთვე იხილეთ:

📌„სინანულისთვის თვითონ უნდა განამწესონ მონასტერში“ - მონაზონი სოსანა მეუფე სტეფანეზე

📌გოჩა ბარნოვი: პატრიარქი თავად უტოლებს თავს სასამართლოს