მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე იაკობი პოლიტიკოსებზე: უცხოელებთან მისვლა საკმარისი არ არის, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ

ბოდბის ეპისკოპოსი

„მე არ ვაპირებ, რომ მტყუან-მართალი ვეძებო. არჩევნებმა უნდა გაგვაერთიანოს კი არ უნდა გაგვყოს. ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ თუ გარეთ ვერ ვპოულობთ გამოსავალს, მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ. ეკლესია არის ის ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს გაერთიანება“, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.

„ხომ ხედავენ, რომ ამ არჩევნებზე არცერთ მხარეს არ ჩავრეულვართ. მინდა, რომ გონიერებამ გაიმარჯვოს საქართველოში, რადგან რაც უნდა ვიძახოთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კარგი გვინდა, მტრების წისქვილზე დავასხამთ წყალს“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

👉 ინფორმაციისთვის, ყველა პარტიამ, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

👉 ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებს შორის აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით მოლაპარაკებები იმართება. მხარეებს შორის დიალოგის ორი რაუნდი უკვე შედგა.