საზოგადოება

მეუფე იაკობი შაქარაშვილის საქმეზე: ვერ შევამჩნიე პროკურატურას და შსს-ს, რომ ვიღაცას ხელს აფარებენ

მეუფე ტაძრის ეზოში
13:56 12.07
დაკოპირებულია

„მე ვერ შევამჩნიე ვერც პროკურატურას და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვიღაცას ხელს აფარებდეს“, - ამის შესახებ ბოდბის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მეუფე იაკობმა ზოგიერთი მედია საშუალება საკითხის პოლიტიზირებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ არაფერი „ჩაიფარცხება” და გამოძიება თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის.

„სარალიძის ამბავმა აჩვენა, რომ არაფერი არ ჩაიფარცხება. თუ გამოძიებაა, ზერელედ არ უნდა გამოიძიო. მე ვერ შევამჩნიე ვერც პროკურატურას და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიღაცას ხელს აფარებდეს. ახლა რაც მთავარია ითქვა, რომ ეს იყო მკვლელობა.

ჩემი გულის ტკივილი მინდა გამოვხატო, ვუსაძიმრებ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილს მთელ საქართველოს, არა მარტო ოჯახს. მინდა ჩემს ერში არსეთი რაღაცები აღმოიფხვრას. ვინც ჩაიდინა ვაჟკაცობა უნდა გამოვიდეს. რამდენს დაიჭერენ? ვთქვათ, ექვსმა კაცმა იჩხუბა ან რვამ, ათმა, ჩვიდმეტმა კაცმა, ყველა ხო ვერ მოკლავდა?!

მედიის მუშაობა არ მომეწონა, როდესაც ოჯახს მიცვალებული ჰყავს, ზედმეტად პოლიტიზირებული იყო. ჟურნალისტებმა ბევრი რამ გააკეთეთ, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს ძიება აქამდე არ მისულიყო, არ მგონია ასე ყოფილიყო. ალბათ, გამოძიება უფრო ღრმადაც ჩავა და უბრალოდ გულსატკენია, რამდენი ადამიანი იღუპება. იჩხუბეს, დალიეს, ვინმე უფროსი რომ ყოფილიყო, იქნებ გაეშველებინათ კიდეც. ჩემი თხოვნა იქნება ნებისმიერი პირის მიმართ, რომ ოჯახის და გიორგის ტრაგედიას პოლიტიკოსები ნუ შეეხებიან. არ მოიტყუონ ეხლა ტელევიზიის დირექტორი ვარ ან რაღაცო,”- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ცნობისთვის, 19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახ­მა ფეხბურთელის და­კარ­გვის შე­სა­ხებ შსს-ს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი 21 ივნისს წყალ­ში იპო­ვეს.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული.

10 ივლისს პროკურატურამ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომლის თანახმად გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

ამავდროულად, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.

საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.

რეკომენდაციები სკოლებისთვის

რა წესების დაცვა მოუწევთ ახალი სასწავლო...

2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის, განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომე...
32 წუთის წინ
რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის განცხადებით, სვანეთში სა...
27 წუთის წინ
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 17 ადამიანი გამოჯანმრთელდა. stopcov.ge-ს სტატისტიკური მონაცემები...
54 წუთის წინ
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, მწეველებს კორონავირუსი უფრო ხშირად ურთულდებათ, ვიდრე არა...
55 წუთის წინ
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცი...
10:32
ბორკოლების დადება საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე საქართველო...
22:01 13.08
აშშ-ის დახმარებით, ისრაელმა და არაბთა გა...
ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამირ...
21:06 13.08
პროტესტის მე-5 დღე - ვითარება ბელარუსში
ბელარუსში მეხუთე დღეა პროტესტის ტალღა გრძელდება. აქციებზე მომხდარი დაპირისპირები...
არჩილ გაგნიძის ადვოკატი: პროკურატურის ქც...
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბის არჩილ გაგნიძის ადვოკატ...