მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე იაკობი: თუ მელია გირაოს არ გადაიხდის, უცხოეთისთვის გონიერი პოლიტიკოსი აღარ იქნება

მეუფე ტაძრის ეზოში

„მე ვფიქრობ, რომ პროკურატურას მოთხოვნა არ უნდა შეეტანა პარლამენტში. შემდეგ პარლამენტს არ უნდა გაეკეთებინა ეს. არც ოთხმოცდარვა კაცს უნდა მიეცა ყველას ხმა. სინოდშია ხოლმე რაღაც საკითხებზე განსხვავებული აზრი და პარტიაში ყველას ერთი აზრი როგორ უნდა ჰქონდეს“, - ასე ეხმაურება ბოდბელი მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს. 

მისი თქმით, თუ ახლა ნიკა მელია გირაოს თანხას არ გადაიხდის, იგი საერთაშორისო საზოგადოების თვალში ანგარიშგასაწევ პოლიტიკოსად აღარ გამოჩნდება.

„მოხდა მერე ისე, რომ ვერ დამიჭერთ ვერ დამიჭერთო იძახდა, სხვებიც გამოდიოდნენ, არ გაგატანთო. მივიდნენ და კარგად ვნახე, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი გარბოდა იქიდან და შეატოვეს მელია. ახლა არის შეთავაზება, რომ თუ გადაიხდის გირაოს, გავუშვებთო. თუ არ გადაიხდის მელია, ის უცხოეთისთვის გონიერი პოლიტიკოსი აღარ იქნება. მოვიდნენ და დავილაპარაკოთ და დიდი შერიგება მოხდეს, ისე არაფერი არ გამოვა“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

როგორც მეუფემ აღნიშნა, ის მასშტაბურ აქციებს არ ელოდება, რადგან მისი თქმით, საზოგადოებაში შესაბამისი განწყობა არ არსებობს.

„მასშტაბურ აქციებზე საქმე ვერ გადავა, რადგან ხალხის განწყობა ვიცი. ოპოზიციის გარკვეულ ძალებზე ისე არის ხალხი განწყობილი, რომ მაგალითად 20 ივნისის აქციაზეც კონკრეტული პოლიტიკური ძალა რომ არ მისულიყო შესაძლოა სხვანაირად განვითარებულიყო მოვლენები“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„იაფფასიანი ტრიუკია“ - ნიკა მელიას ადვოკატი პროკურატურას პასუხობს

პროკურატურა მზადაა, გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე სასამართლოს მიმართოს

„პრინციპულად განაცხადა, რომ გირაოს თანხას არ გადაიხდის“ - ნიკა მელიას ადვოკატი პროკურატურას პასუხობს