მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე იაკობი: თუ სახელმწიფო არ მოაგვარებს, დავით გარეჯის საკითხს ჩვენ გავარკვევთ

ბოდბის ეპისკოპოსი

ბოდბის მიტროპოლიტის მეუფე იაკობის განცხადებით, თუ დავით გარეჯის საკითხს სახელმწიფო ვერ მოაგვარებს, ამას ეკლესია გააკეთებს. 

„გარეჯის საკითხზე სამივე ხელისუფლება უსუსური იყო. ეს თემა წესიერად უნდა გადაწყდეს. ის სახელმწიფოსიც არის და ეკლესიისაც. ხომ არ ჰგონიათ, რომ ბატკნებივით გავისუსებით და მაგას შევარჩენთ? თუ სახელმწიფოს არ შეუძლია, ჩვენ ადრეც გვითქვამს, რომ ჩვენ შეგვიძლია რომ გავარკიოთ ცივილიზებულად და ისე მოხდეს, რომ ორივე მხარე მადლობელი დარჩეს. თუ არ დაიბრუნებენ ესენი, გპირდებით, რაც ჩვენია, ჩვენი იქნება. შევხედავთ და აღარ მოვუსმენთ არავის“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

მისი თქმით, ივერი მელაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარკვეული ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, მიუღებელია.

„კაცმა რა ბრძანა, რომ რაზე დავობთ, ის ხომ იმათიაო. წარმოიდგინეთ, ეს რომ აზერბაიჯანში ეთქვა კომისიის წევრს, დღეს სად იქნებოდა ის და მისი ოჯახი. გმირად რატომ შერაცხეს, რადგან ციხეში იჯდა? ციხეში ვის არ იჭერენ. საერთოდ საოცარი კომისიაა. მეორე წევრია ქალბატონი, რომელმაც სახელმწიფო ენა არ ისწავლა და მხოლოდ რუსულად გვესაუბრებოდა. ასეთ საქმეებს ვის ანდობთ? ერთი წევრი შეგნებულად იძახის, რომ სხვისია ეს მიწა. საერთოდ ვისას აძლევ რა, ვინ გეკითხება, წადი, დაეტიე, ჯერ კარტოგრაფიც არ ხარ, მიწათმომწყობი ხარ“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას შესახებ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს საპატრიარქომ დავით გარეჯის საკითხზე საკუთარი პოზიცია განცხადებაში დააფიქსირა და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„რა ეამაყება ან რა აძლევს ივერი მელაშვილს ასეთი კადნიერების საფუძველს?“ - საპატრიარქო დავით გარეჯის საქმეზე

ივერი მელაშვილი საპატრიარქოს განცხადებას პასუხობს

პროკურორი: ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა აუცილებლად მოიხდიან სასჯელს