მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე იოანე: მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ

მიტროპოლიტი იოანე

„მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ,“ -ასე გამოეხმაურა ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტი მეუფე იოანე არჩევნების დასრულებას. 

მიტროპოლიტის თქმით, არჩევნებს ქართველებთან ერთად უცხოელებიც ესწრებოდნენ და მათ უნდა თქვან როგორ ჩატარდა არჩევნები.

„არჩევნებს ქართველებთან ერთად უცხოელებიც ესწრებოდნენ და იმათმა უნდა თქვან როგორ ჩატარდა არჩევნები. მე ვიყავი არჩევნებზე და ხმა მივეცი. საერთოდ ერეკლედან დაწყებული, ვინც ათენში მამამთავარი იყო დემოკრატიის, ყოველთვის ხდებოდა თამაში ხმებით. მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ, რათა ქვეყანაში მშვიდობა იყოს. ამერიკაში ტრამპიც იძახის გაყალბდაო, მაგრამ დაამტკიცოს," -განაცხადა მეუფე იოანემ.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართა. ცესკოს შედეგების მიხედვით, 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ.