მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე იოსები: ტაძრებს თუ დავკეტავთ, კაცობრიობა აღარ იარსებებს

საკვირაო ქადაგება, ეკლესიების დახურვაზე

მეუფე იოსებმა საკვირაო ქადაგებაზე ეკლესიების დახურვის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ეკლესიების დახურვით დედამიწიდან კაცობრიობა სწრაფად გაქრება.

"ის, რომ ვიღაცები გვეუბნებიან, ჩვენც კათოლოკეებივით, მუსლიმანებივით და სხვა რელიგიების მსგავსად, დავკეტოთ ტაძრები და წავიდეთ სახლში, დარწმუნებული ვარ, 2-3 წელიწადში კაცობრიობა აღარ იარსებებს დედამიწაზე", - განაცხადა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ზიარების წესში ცვლილების შეტანას ითხოვდა. აღნიშნულ საკითხზე სპეციალურად ჩაინიშნა სინოდის სხდომა. განჩინების თანახმად, მრევლს ტაძარში სიარულისას დისტანციის დაცვის კურთხევა მიეცა, ხოლო ღვთის მსახურებისას ლოცვების მოსმენას ღია სივრცეში სპეციალურად დამონტაჟებული ხმის გამაძლიერებლებით შეძლებენ. ერთი ბარძიმიადნ, ერთი კოვზით ზიარების წესი კი უცვლელი დარჩა.