მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე მელქისედეკი: ბოდიშს ვუხდი გარეჯის საქმეზე დაკავებულებს

სინოდის წევრი

არგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბოდიშს უხდის.

როგორც მეუფემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორიაა, რიგითი სასულიერო პირის განცხადებები მიუღებელია.

„როცა მოვისმინე ამ ორი ადამიანის დამოკიდებულება როცა თქვეს, ველოდებით, რომ კარი გაიღება და ბოდიშს მოგვიხიდანო, მე მართლაც ბოდიშს ვუხდი მათ ასეთი დამოკიდებულების გამო.

მე ვერ გამირკვევია რა ხდება. როცა სინოდის წევრმა არ ვიცი რაზეა საუბარი, რიგითი სასულიერო პირის განცხადებები ამ თემაზე მიუღებელია“, - აღნიშნა მეუფე მელქისედეკმა.

მისი თქმით, გაურკვეველია, რატომ გასაჯაროვდა ეს თემა წელს, როცა ამის შესახებ სამინისტრომ უკვე 2014 წელს იცოდა.

ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავეს.

საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.