მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე მელქისედეკი დავით გარეჯის საქმეზე: დანაშაულს ვერ ვხედავ

მეუფე მელქისედეკი

„ვერანაირ დანაშაულს ვერ ვხედავ“, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბარში მეუფე მელქისედეკი დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფების საქმეს.

მელქისედეკი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით როგორც სინოდის წევრმა არაფერი იცის და ვერც პოლიტიკურ შეფასებას გააკეთებს.

„სამწუხაროდ მე როგორც წმინდა სინოდის წევრმა არაფერი ვიცი, მაშინ როდესაც რიგითი მღვდლები საუბრობენ რაღაც საკითხებზე, რომელიც სინოდის წევრებმა არ ვიცით. ძალიან დიდი პრობლემაა. რასაც ვხედავ ტელევიზიით, ვერანაირად დანაშაულს ვერ ვხედავ. ამას პოლიტიკურად ვერ შევაფასებ“, - აღნიშნა მეუფე მელქისედეკმა.

ინფორმაციისთვის, საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩევა დააკავა.

გამოძიება სსკ-ის 308 მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს დაიწყო. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე დაკავებულ ორივე პირს 8 ოქტომბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.