მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე შიო: აზერბაიჯანთან საზღვრის საკითხზე მომუშავე კომისია დღეს უფრო პრინციპულია, ვიდრე ადრე იყო

პატრიარქის თანამოსაყრდე 2020

"დღეს ვფიქრობთ იმ ორ მონასტერზე, რომელიც იმყოფება დავით გარეჯის მახლობლად. ესენია უდაბნო და ჩიჩხიტური, რომელიც ისტორიულად ქართული ძეგლები და ქართული სავანეებია, დავით გარეჯის დროინდელია, მისი თანამედროვეა, მისი და მისი თანამოღვაწეების დაარსებულია. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ იქ ვერ ავდივართ, ვერ ვლოცულობთ, ვერ ვწირავთ. დღეს ჩვენ ვევედრეთ ღირს მამა დავითს, რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს",- განაცხადა პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა.

იგი იმედს გამოთქვამს, რომ საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე მომუშავე კომისია სიმართლეს მალე დაადგენს.

"ვიცით, რომ საზრვრის საკითხზე მომუშავე კომისია დღეს უფრო პრინციპულია, ვიდრე ადრე იყო. გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება აზერბაიჯანთან და ამასთან ერთად, ეს სიმართლეც დადგინდება",- აღნიშნა მეუფე შიომ.

დღეს მამა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მამადავითობა - დავით გარეჯობის დღესასწაული აღნიშნეს.