მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე შიო: ეკლესიას სულ უპირისპირდებოდა ადამიანური ძალები, მაგრამ ქრისტეს სიტყვა დღესაც ჟღერს მსოფლიოში

პატრიარქის თანამოსაყრდე 2020

„ეკლესიას სულ უპირისპირდებოდა ადამიანური ძალები, რომლის უკანაც იდგა დემონური ძალები. მიუხედავად ამისა, ვერც ერთმა იმპერიამ და იდეოლოგიამ ამას ვერ მიაღწია. ის ყველაფერი დავიწყებას არის მიცემული დღეს, მათი სწავლებაც და მათი იდეოლოგებიც, მაგრამ ქრისტეს სიტყვა დღეს ჟღერს მსოფლიოში და ეხება ადამიანების გულებს და რაც მთავარია, ის ცვლის ადამიანს, ეს არის მთავარი“, - ამის შესახებ მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. 

მისი თქმით, სახარება არა ადამიანური, არამედ განკაცებული ღმერთის და სულიწმინდის მიერ მოცემული სწავლებაა.

„ძირითადად ამბობენ იმას, რომ იესო ქრისტეს სწავლება, ეს არის ჩვეულებრივი ადამიანური სწავლება და ერთ-ერთი სწავლებათაგანი, წარმოაჩენენ ამას, როგორც ადამიანურ სწავლებას, ეს არის მთავარი. ძირითადად, აქამდე დადის ადამიანთა წინააღმდეგობა და ამაზე მშვენივრად პასუხობს პავლე მოციქული. ის ამბობს, რომ ეს არ არის ადამიანური სწავლება, ის ამბობს, რომ ის სახარება, რომელსაც მე თქვენ გახარებთ არ არის კაცობრივი და ადამიანური. მეც კაცისგან როდი ვისწავლეო ეს ყველაფერი, არამედ თვითონ უფალი იესო ქრისტეს გამოცხადებით მეუწყაო. დღეს ჩვენც შეგვიძლია, რომ პავლე მოციქულთან ერთად ეს ვთქვათ, რომ ეს არ არის კაცობრივი, არა არის ადამიანური. ადამიანის მოგონილი არ არის ეს, ადამიანის შემოქმდება არ არის ის, რაც სახარებაში წერია. ეს არის ძე ღმერთის, განკაცებული ღმერთის და სული წმინდის მიერ მოცემული სწავლება. ამას ადასტურებს მთელი ეკლესიის ისტორია“, – აღნიშნა მეუფემ.

როგორც სასულიერო პირმა განმარტა, მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ შობის დღესასწაულის აღნიშვნა 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.