მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე შიო: პანდემია მსოფლიოსთვის უდიდეს გამოწვევად იქცა, ღმერთმა საქართველოზე წყალობა გამოიღო

პატრიარქის თანამოსაყრდე 2020

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში კორონავირუსის პანდემიაზე ისაუბრა.

„წლევანდელი პანდემიის პერიოდი მსოფლიოსთვის უდიდეს გამოწვევად იქცა. ღმერთმა ამჯერადაც დიდი წყალობა მოიღო საქართველოზე, ვინაიდან თქვენ განჭვრიტეთ ღვთის განგებულება ჩვენს ეკლესიაზე, გამოავლინეთ მართებული და სულიერი დამოკიდებულება ამ განსაცდელის მიმართ. ამიტომაც, თქვენი ბრძნული ლოცვა-კურთხევით, წელს, ისევე როგორც საუკუნეების განმავლობაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მრევლთან ერთად წირვა ლოცვითა და სიხარულით შევეგებეთ“,- აღნიშნა მეუფე შიომ სამების ტაძარში, სადაც ყოველკვირეული წირვა-ლოცვა აღევლინა და პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა.