საზოგადოება

„მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება სრულად მხარდაჭერილია“ - მამა ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პიარი
1617888626
დაკოპირებულია

„მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება და ყველა მოქმედება, რაც მან ჭყონდიდის ეპარქიაში განახორციელა, არის სრულად მხარდაჭერილი და ლეგიტიმური, ამიტომ გაგრძელდება ყველა იმ ზომების მხარდაჭერა, რაც მეუფე სტეფანემ მიიღო“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საეკლესიო კრების დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, ჭყონდიდის ეპარქიაში ყველა სასულიერო პირი ვალდებულია მეუფე სტეფანეს კურთხევასა და მითითებებს დაემორჩილოს.

„მეორე საკითხი არის გარკვეული დესტრუქცია, რომელიც ვიხილეთ, რომ მეუფე სტეფანეს მიერ მივლენილი მოძღვარი ეკლესიაში არ შეუშვეს და ეს შეფასებულია, როგორც ამბოხი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, რომ მიიღონ მღვდელმთავრის მიერ მიცემული ეპითემია და შეასრულონ მისი განკარგულებები.

რაც შეეხება მათ მიერ შემოტანილ აპელაციას, მას განიხილავს სინოდი, მანამდე კი ვალდებული არიან მეუფე სტეფანეს მითითებებს დაემორჩილონ“, - აღნიშნა მამა ანდრიამ.

მამა ანდრიას განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე ეპისკოპოსებს კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ.

შეგახსენებთ, რომ საეკლესიო სხდომაზე ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს.

ინფორმაციისთვის, ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი მეუფე სტეფანეს არ ემორჩილება და აცხადებს, რომ მან ეპარქია უნდა დატოვოს.

ამ მიზეზით, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ რამდენიმე სასულიერო პირს ზიარება აუკრძალა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„მათი ქცევა საზოგადოებაში უკვე ზიზღს იწვევს“ - მეუფე იაკობი ამბოხებულ სასულიერო პირებზე

„განხეთქილებაზე საუბარი ისმის და ეჭვს იწვევს, ვინმეს გენერალურ გეგმას ხომ არ წარმოადგენს ეკლესიაში მსგავსი პროცესის დაწყება“ - ანდრია ჯაღმაიძე

მეუფე გრიგოლი: არ უნდა დავუშვათ, რომ ეკლესია გაიხლიჩოს

კონფლიქტოლოგი

„ზელენსკის მოქმედება მშვენიერი ილუსტრაცი...

„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.

მიმდინარე წლის 22 აპრილს საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან ნორბერტ როტგენთან. შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ევროკავშირის მედიაციით პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

1619176868

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის აგრესია იყო ის მთავარი ხაზი, რომელზეც ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

1619176451

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ, მათ სამუშაო პროცესი დილიდან შეწყვიტეს.

1619176267

„ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ, დაიკარგა ფაქტობრივად, 2014 წლიდან მოყოლებული დრო. დავკარგეთ ზუსტად ის პერიოდი, რაც ღარიბაშვილი აღარ იყო მთავრობაში, როგორც პრემიერ-მინისტრი,“ - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, ლადო პაპავამ განაცხადა.

1619175770
ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო მიესალმება უკრ...

საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

დავით ნარმანიამ საქართველოს ბიზნეს ასოცი...

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმების მიმდინარეობის პროცესი გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

ჭალადიდის დამშრობი მასივის გაწმენდითი სა...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ჯარში არაადამიანური მოპყრობის საქმეზე შს...

ჯარში არაადამიანური მოპყრობის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.